ფადალენდი — იოსელიანების სასტუმრო სახლი მესტიაში (საქართველო, სვანეთი)

 

საცხოვრებელი ნომრები


საცხოვრებელი ნომრების მოწყობისას ჩვენ მაქსიმალურ ყურადღებას ვაქცევდით იმას, რომ შეგვექმნა ყველა ის აუცილებელი პირობა, რაც სტუმარს ჩვენთან თავს აგრძნობინებს როგორც საკუთარ სახლში.

„ფადალენდისთვის“ დამახასიათებელია მუდმივი წესრიგი და სისუფთავე.

ყველა ნომრის ფანჯრიდან მოსჩანს მარადთოვლიანი მთები, ხშირი ტყეები, მწვანე გორები და შუასაუკუნეების სვანური კოშკები.

„ფადალენდის“ ფართო ვერანდიდან ხელისგულზე გაშლილი პეიზაჟი ადამიანში პოეტს და რომანტიკოსს აღვიძებს.

ყველა ოთახის იატაკი, ჭერი, კარ–ფანჯარა და აგრეთვე ავეჯი დამზადებულია ეკოლოგიურად ჯანსაღი მასალისაგან, როგორიცაა წიფელა, ნაძვი, ფიჭვი და სხვა.

შენობა ქვითკირისაა, სქელი კედლებით, რაც უზრუნველყოფს ზაფხულში სიგრილეს და ზამთარში სითბოს.

საძინებელი ოთახები ფართო და მაღალჭერიანია. მინიმალური ფართი (ერთადგილიანი ნომრის) – 12, ხოლო მაქსიმალური – 20 კვ. მეტრია.


inmestia@gmail.com