ფადალენდი — იოსელიანების სასტუმრო სახლი მესტიაში (საქართველო, სვანეთი)

 

როგორ მოგვაგნოთ


სასტუმრო სახლი „ფადალენდი“ გთავაზობთ დახმარებას მგზავრობის საკითხში, როგორც მესტიაში ჩამოსვლაში, ისე მესტიიდან გამგზავრებაში. ამის თაობაზე წინასწარ მოგვწერეთ ან დაგვეკონტაქტეთ.

ხოლო მარშრუტის დამოუკიდებლად ათვისების მსურველებს გარკვეულ დახმარებას გაუწევს ინფორმაცია მესტიაში მგზავრობის ვარიანტებზე:

ვარიანტი 1. თბილისი – მესტია

– თვითმფრინავით (ფრენისთვის ხელსაყრელ ამინდში) თბილისიდან მესტიამდე. ავია ბილეთის ღირებულება – 75 ლარი ($ 45). ფრენის დრო 40 წუთი

– სამარშრუტო მიკროავტობუსით თბილისიდან მესტიამდე. მიკროავტობუსები გადიან თბილისის რკინიგზის სადგურიდან დილის 5 საათზე. მგზავრობის ღირებულება 30 – 35 ლარი ($ 18–21). დრო გზაში – 10 საათი.

ვარიანტი 2. თბილისი – ზუგდიდი – მესტია

– ღამის მატარებლით თბილისის რკინიგზის სადგურიდან ქ. ზუგდიდამდე, დილით 7 საათზე კი სამარშრუტო მიკროავტობუსით ან სხვა ხელსაყრელი კერძო ტრანსპორტით მესტიამდე. მგზავრობის ღირებულება მატარებლით თბილისიდან ზუგდიდამდე 12–18 ლარი ($7–10), ხოლო ზუგდიდიდან მესტიამდე 20–25 ლარი ($10–15). მგზავრობის დრო ზუგდიდიდან მესტიამდე 5–6 საათი.

– ავტობუსით ან მიკროავტობუსით თბილისის ავტოსადგურიდან ქ. ზუგდიდამდე, ხოლო ზუგდიდიდან მიკროავტობუსით ან კერძო ტრანსპორტით მესტიამდე.



საქართველოს და სვანეთის რუკები


აეროპორტი მესტიაში


 

inmestia@gmail.com