ფადალენდ
იოსელიანების სასტუმრო სახლი მესტიაში
(საქართველო, სვანეთი, დიდი კავკასიონის სამხრეთი ფერდობი)



სასტუმრო სახლი „ფადალენდი“ გეპატიჟებათ სვანეთში — საქართველოს ერთერთ საუკეთესო კუთხეში. სახლის მფლობელები არიან ძირძველი ქართული თავადაზნაურების დავით და ფაცია იოსელიანების ოჯახი.

სასტუმრო სახლი „ფადალენდი“ მდებარეობს მესტიის შემაღლებულ ადგილზე, საიდანაც ხელისგულივით მოჩანს ბუნების სილამაზე.

სასტუმროდ გამზადებულია 9 მყუდრო, ლამაზი, მაღალჭერიანი და სუფთა ოთახი. მათგან 7 ორადგილიანია, ერთი ოთახი 4 ადგილიანი, ერთიც – ერთადგილიანი.

სტუმრებისთვის გამოყოფილია საუკეთესოდ მოწყობილი სამი სააბაზანო და ერთი სამრეცხაო ოთახი თავისი საშხაპოთი და სხვა აუცილებელი დეტალებით, აგრეთვე დიდი, სუფთა და კეთილმოწყობილი სამზარეულო.

ჩვენი სტუმრების ყველაზე საყვარელი ადგილი კი დიდი ორმხრივი ვერანდაა, საიდანაც შეგიძლია დატკბე მესტიის ღვთაებრივი პეიზაჟით და დაამყარო სულიერი ჰარმონია უზადო ბუნებასთან.

„ფადალენდს“ გარშემო აკრავს დიდი მწვანე ეზო ბაღით, სხვადასხვა ხეხილით, ბოსტნით და ჟოლოს ბუჩქებით.

სტუმრებს სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ თვითონ მოიმზადონ სასურველი და საყვარელი კერძები ჩვენს სამზარეულოში და ისარგებლონ მთელი მისი მოწყობილობით, მაცივრებით, გაზით, ელექტროქურებით, შეშით, ყველანაირი აუცილებელი ჭურჭლით.

ჩვენს სასტუმრო სახლს ორი ძირითადი პრინციპი აქვს — სტუმართმოყვარეობა და პასუხისმგებლობის უდიდესი გრძნობა. ყველა ღონეს ვხმარობთ იმისათვის, რომ შევქმნათ დასვენების ისეთი პირობები, რაც ჩვენს სტუმრებს ფადალენდში გატარებულ დღეებს სამუდამოდ დაუტოვებს თბილ მოგონებად და ამავე დროს მესტიის რაიონს, სვანეთს, მის ზღაპრულ ბუნებას, კულტურას, ეთნოგრაფიულ და ეროვნულ უნიკალურობას მაქსიმალურად გაეცნონ.

ჩვენი ლოზუნგია: „იგრძენი თავი როგორც საკუთარ სახლში“ — „HOME AWAY FROM HOME“ — და ჩვენ ვასრულებთ ამ მოწოდებას! ჩვენთვის, ისევე, როგორც ყველა ქართველისთვის სტუმარი ღვთისაა. ფადალენდის სტუმარი გვემშვიდობება სიტყვებით: „აბა, დროებით, მალე ისევ გეწვევით“... ვცდილობთ ეს ჩეფასება შევინარჩუნოთ.

„ფადალენდის“ კარი ღიაა სტუმრებისთვის ზამთარ–ზაფხულ. ზამთარი მესტიაში უხვთოვლიანი და მზიანია. თანამედროვე მესტია დიდ აღმშენებლობით ცვლილებებს განიცდის, იგი თანდათან გარდაიქმნება მსოფლიო მნიშვნელობის კურორტად, აშენდა ახალი აეროპორტი, იგება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სატრანსპორტო და საბაგირო გზები, კომუნიკაციები, იქმნება საუკეთესო ინფრასტრუქტურა საზამთრო გასართობი და სპორტული ღონისძიებების ჩასატარებლად.

მესტია თავისი გეოგრაფიული მდებარეობით და რელიეფით ერთერთი საუკეთესო სათხილამურო ადგილია ევროპაში.

ზამთარში მშრალ, მზიან და ყინვიან ამინდში ექსტრემალურ „ფრი–რაიდის“ შემდეგ „ფადალენდის“ სტუმრებს ელოდებათ თბილი, საოცრად მყუდრო გარემო, შეშის ღუმელში მოგიზგიზე ცეცხლი და, რა თქმა უნდა, გემრიელი ვახშამი.

დიდი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოებასაც, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური ჩვენი სახლიდან დაახლოებით ორმოცდაათი ნაბიჯია, ხოლო პოლიკლინიკა – ხუთი წუთის სავალზეა.

inmestia@gmail.com